ტყიბულის საკრებულო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

Primetime.ge 4 საათი წინ 9
ტყიბულის საკრებულო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ტყიბულის საკრებულო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.„ძალიან დასანანია, რომ თამაზ კუბლაშვილზე უკვე წარსულ დროში მოგვიწევს საუბარი. ბატონი თამაზი იყო გამორჩეული პიროვნება, რომელიც მთელი თავისი სიცოცხლე ერთგულად ემსახურა საკუთარ ქალაქსა და ხალხს.წლების განმავლობაში ღირსეულად ხელმძღვანელობდა განათლების სისტემას ქ. ტყიბულში. 2014-2017 წლებში იყო ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. მისი წვლილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ქვეყნის მომავალ თაობაზე ზრუნვა დაუვიწყარია.ძალიან დიდი დანაკლისია ყველასთვის, ვინც იცნობდა და აფასებდა მის ადამიანურ და პროფესიულ ღირებულებებს.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს თამაზ კუბლაშვილის ოჯახს, ყველა ახლობელ ადამიანს, სამეგობროსა და მთელ ქალაქს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 
სრულად წაიკითხეთ სტატია