შინაგან საქმეთა
სამინისტრომ თბილისში,
პროსტიტუციის
ხელშეწყობისა და ამისთვის
ფართის გადაცემის
ბრალდებით, 12 პირი
დააკავა.ცნობილი გახდა, რომ
დაკავებულთა შორის არის
მომღერალი ხატია წერეთელი,
რომელსაც სალონი თბილისის
ერთ-ერთ ქუჩაზე
აქვს.მომხდართან
დაკავშირებით
„პრაიმტაიმი“ დაკავებული
მომღერლის მეგობარს, გურამ
არუთინაშვილს ესაუბრა.„მე
ძალიან ბევრჯერ ვიყავი
ხატიასთან მასაჟის
სალონში. მსგავსი რაღაც,
რაზეც ბრალი აქვს
წარდგენილი, ფიზიკურად არ
მინახავს და ტყუილს ვერ
ვიტყვი ამ თემასთან
დაკავშირებით. ხატიას
ბოლოს გუშინ ვესაუბრე, 30-ში
დაბადების დღე აქვს და
საზღვარგარეთ მივდიოდით -
იქ ვაპირებდით აღნიშვნას.
ანაკლიაში იყო დასთან
ერთად. ზუგდიდში არანაირი
ბიზნესი არ ჰქონია - ეს არის
მტკნარი სიცრუე. ხატიას
შვილს არანაირი კავშირი არ
აქვს ამ ბიზნესთან. ის
პროგრამისტია და ცალკე
თავისი კომპანია
აქვს.ასევე გავრცელდა
ინფორმაცია მის
ქონებასთან დაკავშირებით.
ხატიას არანაირი ქონება არ
დაუგროვებია ამ ბიზნესით -
ქონება მშობლებმა
გადმოუფორმეს.მე ვიცოდი
ერთადერთი მასაჟის სალონი
„ნირვანა“ თბილისში,
მარჯანიშვილზე, რომელსაც
ხშირად ვსტუმრობდი.
მსგავსი რამ არც
დამიფიქსირებია და არც
გამიგონია. ყველანაირად
გამოვრიცხავ, დანარჩენს
გამოძიება დაადგენს.
სალონში მასთან ორი
ქართველი გოგო მუშაობდა
კიდევ. ადვოკატი ჰყავს და
ბრალის წარდგენას
ელოდება,“ - ამბობს გურამ
არუთინაშვილი.