ტრამპმა ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა - ისინი ვალდებული იქნებიან უცხოური დაფინანსების წყაროები დაასახელონ

Primetime.ge 6 საათი წინ 6
ტრამპმა ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა - ისინი ვალდებული იქნებიან უცხოური დაფინანსების წყაროები დაასახელონ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა.გადაწყვეტილების თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული არიან უცხოური დაფინანსების წყაროები დაასახელონ."ჩემი ადმინისტრაციის პოლიტიკაა, რომ დავასრულოთ უცხოური ფონდების ირგვლივ არსებული საიდუმლოება, დავიცვათ იდეების თავისუფალი ბაზარი უცხოური მთავრობების მიერ დაფინანსებული პროპაგანდისგან და დავიცვათ ამერიკელი სტუდენტები უცხოური ექსპლუატაციისგან", - აღნიშნულია დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ აღმასრულებელ ბრძანებაში.დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ამერიკელი სენატორი, ჯიმ რიშიც."თუ დასამალი არაფერია, მაშინ წინააღმდეგობა რატომ არის? მე მივესალმები პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აიძულებს უნივერსიტეტებს გაამჟღავნონ უცხოური დაფინანსება", - წერს სენატორი სოციალურ ქსელში.
სრულად წაიკითხეთ სტატია