აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ
ტრამპს გეგმაში კანადაში
სამხედრო შეჭრა არ აქვს, -
განაცხადა ტრამპის
მრჩეველმა ეროვნული
უსაფრთხოების საკითხებში
მაიკ უოლცმა NBC News-თან
ინტერვიუში.როგორც უოლცმა
აღნიშნა, კანადელების
უმეტესობა აშშ-თან
მიერთების წინააღმდეგი არ
არის. „არა მგონია, რომ
კანადაში შეჭრის რამე
გეგმა არსებობდეს, მაგრამ
უამრავ კანადელს მოსწონს
ის, რაც აშშ-ში გვაქვს“, -
თქვა მან.უოლცის
განცხადებით, ბევრ
კანადელს მოქმედი
პრემიერ-მინისტრის ჯასტინ
ტრიუდოს უკანასკნელი
10-წლიანი ლიბერალური
მმართველობა არ მოსწონს.