ბათუმში ქირის ფასი 2025 წლის ივნისში, წლიურად 1.6%-ით გაიზარდა – Galt & Taggart

News.ge 6 საათი წინ 8
ბათუმში ქირის ფასი 2025 წლის ივნისში, წლიურად 1.6%-ით გაიზარდა – Galt & Taggart

2025 წლის ივლისში, Galt & Taggart-მა ჩაატარა სისტემური დეველოპერების გამოკითხვა, რომელიც მოიცავდა 20-ზე მეტ საცხოვრებელ პროექტს ბათუმში.
დოკუმენტის თანახმად, ს საცხოვრებელ ბაზარზე მოთხოვნამ ზრდა 2025 წლის მეორე კვარტალშიც გააგრძელა – გაყიდვები გაიზარდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე, წლიურად 13.1%-ით და 23.4%-ით.
ორივე ბაზარზე ზრდა განაგრძო ფასებმაც და პირველად ბაზარზე წინა კვარტალთან შედარებით 2.7%-ით გაიზარდა. ამავდროულად, ქირის ფასი 2025 წლის ივნისში, წლიურად 1.6%-ით გაიზარდა და შესაბამისად ქირის შემოსავლიანობა სხვა ქალაქებთან შედარებით მაღალ დონეზე შენარჩუნდა.
რაც შეეხება უძრავი ქონების გაყიდვებს, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში ბათუმში 4,018 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 9.5%-ით მეტია, აქედან:
მეორად ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას რეალურ დროში აჩვენებს, 23.4%-ით გაიზარდა. პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 0.5%-ით შემცირდა.
“ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს) შედეგებიც მეორადი ბაზრის მსგავსად ზრდას აჩვენებს. გამოკითხვის მიხედვით, 2025 წლის მეორე კვარტალში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 13.1%-ით გაიზარდა. ჯამურად, 2025 წლის პირველ ნახევარში პირველად ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა 37.4%-ით გაიზარდა”, – წერია დოკუმენტში.

სრულად წაიკითხეთ სტატია