აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ
ტრამპმა თავის სოციალურ
ქსელში დაწერა, რომ ისრაელი
ღაზის სექტორში 60-დღიან
ცეცხლის შეწყვეტას
დათანხმდა.„ჩემს
წარმომადგენლებს დღეს
ისრაელთან ღაზის შესახებ
ხანგრძლივი და
პროდუქტიული შეხვედრა
ჰქონდათ. ისრაელი
დათანხმდა საჭირო პირობას
60-დღიანი ცეცხლის
შეწყვეტის შესახებ, რა
დროსაც ჩვენ ყველა
მხარესთან ომის
დასრულებაზე ვიმუშავებთ“, -
დაწერა ტრამპმა.თეთრი
სახლის ლიდერის
განცხადებით, კატარი და
ეგვიპტე საბოლოო
წინადადებას წარადგენენ.
ტრამპი იმედს გამოთქვამს,
რომ ახალ პირობებს
დაჯგუფება „ჰამასიც“
დათანხმდება.