შვედეთის
პრემიერ-მინისტრმა ულფ
კრისტერსონმა განაცხადა,
რომ ერთსქესიანთა
კავშირების ლეგალიზაცია
უკრაინის ევროპული
ინტეგრაციის
მნიშვნელოვანი პირობაა.
ამის შესახებ მან უკრაინელ
ლგბტ ვეტერანებთან და
შვედური ლგბტ ორგანიზაცია
RFSL-ის წარმომადგენლებთან
შეხვედრის შემდეგ
განაცხადა, - წერს
ანალიტიკოსი, ზაალ
ანჯაფარიძე სოციალურ
ქსელში. ~ანჯაფარიძის
განცხადებით, თუკი
შვედეთმა უკრაინას
დაუყენა აღნიშნული პირობა,
იგივე პირობას დაუწესებს
საქართველოსაც,
რამდენადაც ჩვენი
ქვეყანაც უკრაინის
მსგავსად ევროკავშირის
კანდიდატი
ქვეყანაა. „შვედეთის
პრემიერ-მინისტრმა ულფ
კრისტერსონმა განაცხადა,
რომ ერთსქესიანთა
კავშირების ლეგალიზაცია
უკრაინის ევროპული
ინტეგრაციის
მნიშვნელოვანი პირობაა.
ამის შესახებ მან უკრაინელ
ლგბტ ვეტერანებთან და
შვედური ლგბტ ორგანიზაცია
RFSL-ის წარმომადგენლებთან
შეხვედრის შემდეგ
განაცხადა, რომელიც მის
ოფიციალურ რეზიდენციაში
გაიმართა. ინფორმაციის
სიზუსტისთვის - ეს წერია
მინისტრის ინსტაგრამ
გვერდზე. თუკი უკრაინას
უყენებენ ამ პირობას, იგივე
პირობას, როგორც ასევე
ევროკავშირის კანდიდატ
ქვეყანას, დაგვიყენებენ
ჩვენც. ინფორმაცია
განსჯისათვის!“,- წერს
ანჯაფარიძე.