ტრამპი თავდაცვის ბიუჯეტს რეკორდულ 1 ტრილიონ დოლარამდე ზრდის

Primetime.ge 1 კვირა წინ 12
ტრამპი თავდაცვის ბიუჯეტს რეკორდულ 1 ტრილიონ დოლარამდე ზრდის
 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის რეკორდულ 1 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება.„ჩვენ დავამტკიცეთ ბიუჯეტი, რომლის მოცულობაც 1 ტრილიონი დოლარია. მანამდე ასეთი რამ არავის უნახავს“, - თქვა ტრამპმა.მისი თქმით, აშშ ყურადღებით ეპყრობა ხარჯებს, მაგრამ შეიარაღებული ძალები არის ის, რისი აშენებაც საჭიროა.ტრამპის ამ განცხადებას აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა. „პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩვენ შეიარაღებულ ძალებს აღადგენს - და სწრაფად“, - დაწერა ჰეგსეტმა სოციალურ ქსელ X-ში.ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი 850 მილიარდი დოლარია.  Thank you Mr. President!COMING SOON: the first TRILLION dollar @DeptofDefense budget.President @realDonaldTrump is rebuilding our military — and FAST.(PS: we intend to spend every taxpayer dollar wisely — on lethality and readiness) pic.twitter.com/WcZlNAHgDG — Pete Hegseth (@PeteHegseth) April 7, 2025
სრულად წაიკითხეთ სტატია