დადგა დრო, ავიღოთ
ვალდებულებები მშვიდობის
მისაღწევად და დავიწყოთ
კეთილდღეობის ახალი ერა
სამხრეთ კავკასიის
ხალხებისთვის, - განაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ
ტრამპმა დამოუკიდებლობის
დღესთან დაკავშირებით
ილჰამ ალიევისთვის
მიწერილ წერილში.აშშ-ის
პრეზიდენტმა ხაზგასმით
აღნიშნა, რომ აშშ აგრძელებს
აზერბაიჯანსა და სომხეთს
შორის მდგრადი მშვიდობის
მხარდაჭერას.„კონფლიქტის
მშვიდობიანი დარეგულირება
ხელს შეუწყობს სამხრეთ
კავკასიის კეთილდღეობას
და მეტ შესაძლებლობას
შექმნის აშშ-თან
თანამშრომლობისთვის.
დადგა დრო, ავიღოთ
ვალდებულებები მშვიდობის
მისაღწევად და დავიწყოთ
კეთილდღეობის ახალი ერა
სამხრეთ კავკასიის
ხალხებისთვის.
ვიმედოვნებთ, რომ მომავალი
წლებისა და ათწლეულების
განმავლობაში
გავაღრმავებთ
პარტნიორობას“, -
აღნიშნულია წერილში.