14 მაისს მტკვარში უბედური
შემთხვევის დროს ერთ-ერთი
დაღუპულის უტა ელიავას
ცოლმა მტკვართან მტრედები
გაუშვა. გვანცა გოროზია
სოციალურ ქსელში ფოტოს
აქვეყნებს შემდეგი
წარწერით:„გვანცა∞უტასგავუშვებ
ცაში წერილთან
ერთად…„შევხვდებით
ცაში“.ცნობისთვის, 14 მაისის
ღამეს, თბილისში
დატრიალებულმა ტრაგედიამ
საზოგადოება შეძრა – ნოე
ჟორდანიას სახელობის
სანაპიროსთან მომხდარი
ავტოსაგზაო შემთხვევის
დროს, მტკვარში გადავარდა
ავტომობილი, რომელშიც 4
ახალგაზრდა იმყოფებოდა.
ორი მგზავრის ცხედარი
მეორე დღეს იპოვეს.
სიკვდილს სასწაულებრივად
ერთი ახალგაზრდა
გადაურჩა... 10-დღიანი ძებნის
შემდეგ, 24 მაისს, მტკვარში,
მანქანის კიდევ ერთი
მგზავრის, გიორგი შამუგიას
ცხედარი იპოვეს.