ტონგის მახლობლად 7.1
მაგნიტუდის სიმძლავრის
მიწისძვრა
მოხდა.„ესოშიეთიდ პრესის“
ინფორმაციით, კუნძულოვანი
სახელმწიფოს ახლოს ძლიერი
მიწისძვრის შემდეგ
ცუნამის საფრთხის შესახებ
გაიცა გაფრთხილება.აშშ-ის
გეოლოგიური სამსახურის
მონაცემების თანახმად,
მიწისძვრა მთავარი
კუნძულიდან
ჩრდილო-აღმოსავლეთით 100
კილომეტრში მოხდა.წყნარი
ოკეანის ცუნამის
გაფრთხილების ცენტრმა
გამოსცა გაფრთხლება
სანაპიროებზე შესაძლო
სახიფათო ტალღების
შესახებ.ტონგა არის
ქვეყანა პოლინეზიაში,
რომელიც შედგება 171
კუნძულისგან და რომლის
მოსახლეობა 100 000-ზე მეტია.
მათი უმეტესობა მთავარ
კუნძულზე – ტონგატაპუზე
ცხოვრობს.