"ქართული ოცნება"
ევროპარლამენტში
"დემოკრატიის დაცვის
პაკეტის" განხილვის
შეყოვნებას საქართველოს
ფაქტორთან აკავშირებს.
საკითხთან დაკავშირებით
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი
კობახიძის განცხადებებს
ოპოზიცია
გამოეხმაურა:პლატფორმის
"ერთიანობა - ნაციონალური
მოძრაობის" საარჩევნო
კამპანიის სპიკერი, ლევან
სანიკიძე: "ეს არის
პოლიტიკური
გადაწყვეტილება, გარდა
ტექნიკური
გადაწყვეტილებისა. ეს არ
არის, უბრალოდ,
გამჭვირვალობის კანონი,
არამედ კანონი, რომელიც
ჩვენი ქვეყნის დასავლელ
პარტნიორებს და რუსებს ერთ
სივრცეში აყენებს, რომელიც
სიტყვისა და გამოხატვის
თავისუფლებას უქმნის
საფრთხეს, რომელიც
არასამთავრობო
ორგანიზაციებს რაღაც ახალ,
დამატებით იარლიყებს
უწესებს. შესაბამისად, ამ
საკითხის
რელევანტურობიდან და
სიმწვავიდან გამომდინარე,
რაზეც არაერთი ანგარიში
აქვს მომზადებული
ევროპარლამენტს და
სახელმწიფო
დეპარტამენტსაც, ჩვენთვის
ეს აზრი უფრო რელევანტურია.
როდესაც ხელისუფლება
შეიცვლება, პირველი
გადაწყვეტილება, რასაც
ახალი პარლამენტი მიიღებს,
იქნება ამ კანონის
გაუქმება."პარტია
"საქართველოსთვის" წევრი,
თეონა აქუბარდია: "ტექსტში
წერია შემდეგი: იმისთვის,
რომ ავტორიტარულმა
რეჟიმებმა არ გამოიყენონ
პროპაგანდისთვის
ევროპარლამენტის მხრიდან
განსახილველი კანონი
მტრულად განწყობილ
ქვეყნებთან დაკავშირებით
და არა მეგობრებთან, როგორც
ამას ქართული "ოცნება"
აკეთებს, ამიტომ არის ეს
გადაწყვეტილება მიღებული
და ამას არანაირი საერთო არ
აქვს "ქართული ოცნების"
მხრიდან გავრცელებულ
ინფორმაციაზე, თითქოს სხვა
ფორმით არის
გაკეთებული."ევროკომისიის
მიერ წარდგენილი
"დემოკრატიის დაცვის
პაკეტი" ევროპარლამენტს ამ
დრომდე არ განუხილავს.
საკითხზე საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა
ისაუბრა. მისი განცხადებით,
კანონის გაჩერების
მთავარი მიზეზი არის ის,
რომ იდენტური კანონის
გაუქმებას ვეღარ
მოითხოვენ, მათ შორის,
საქართველოსგან.ევროპარლამენტში
ინიციატივა, რომელიც
უცხოური გავლენების
შესახებ კანონპროექტსაც
მოიცავს, გასულ წელს
წარადგინეს. ორგანიზაცია
"ევროპული პარტნიორობა
დემოკრატიისთვის"
ანგარიშში პროექტის
პრობლემებზე საუბრობს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ
"წარსულში, ევროკავშირი
კრიტიკულად იყო
განწყობილი სხვა
ქვეყნებში მიღებული
"უცხოური აგენტების"
კანონის მიმართ, მაგალითად,
საქართველოსა და სერბეთის
რესპუბლიკაში. ამ
დირექტივის მიღება კი
ნიშნავს, რომ ევროკავშირი
დაკარგავს ლეგიტიმური
კრიტიკის უნარს
დისკრიმინაციული
კანონების მიმართ მთელ
მსოფლიოში.""დემოკრატიის
დაცვის პაკეტი"
ითვალისწინებდა
გამჭვირვალობის რამდენიმე
მოთხოვნას, მათ შორის,
რეესტრში რეგისტრაციას,
რეგისტრაცია კი
მოეთხოვებოდა ყველა
სუბიექტს, რომლის
საქმიანობა უკავშირდებოდა
მესამე ქვეყნის
ინტერესების წარმოდგენას.