ტემპერატურა დაიკლებს და -13 გრადუსი დაფიქსირდება - იანვრის ბოლომდე მოსალოდნელი ამინდი

Primetime.ge 12 საათი წინ 5
ტემპერატურა დაიკლებს და -13 გრადუსი დაფიქსირდება - იანვრის ბოლომდე მოსალოდნელი ამინდი
ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე, „პრაიმტაიმთან“ იანვრის თვის პროგნოზზე საუბრობს.„21, 22 და 23 იანვარს გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება დასავლეთ საქართველოში, ხოლო აღმოსავლეთში მცირე ნალექი.24-25 იანვარს, მთასა და მაღალ მთაში მოთოვს.ზოგადად მთლიანად იანვარში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებისთვის და კოლხეთის დაბლობისთვის, 6-7 გრადუსი არის საშუალო ტემპერატურა, რაც ერთი გრადუსით მაღალია, საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან და მასთან ახლოს არის.ცალკეულ დღეებში, სანაპიროზე ტემპერატურა დაიკლებს, 2 გრადუსამდე. დასავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებს რაც შეეხება, მთაში, 1, 3 გრადუსია საშუალო ტემპერატურა, მაღალმთაში -1, 0.ცალკეულ დღეებში, მთაში ღამით ტემპერატურა დაიკლებს და -13 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში, +1 +3 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაქში, -6 -7 გრადუსამდე დაიკლებს ღამის ტემპერატურა. დღისით ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის მომატება 16 გრადუსამდე.სათხილამურო კურორტებს რაც შეეხება - 18. 19 . 20 -ში დასავლეთ საქართველოში მესტია, გოდერძი - აქ ძლიერი თოვლია მოსალოდნელი. ბაკურიანშიც და გუდაურშიც, ამ დღეებში მოსალოდნელია თოვლი.31 იანვრის ჩათვლით, საქართველოში უმეტესად ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი, ზოგჯერ გამოდარებით“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ხათუნა ქოქოსაძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია