აგვისტოს ბოლოს, როცა
ბუნება ფერს იცვლის -
მოლოდინის დრო იწურება და
მონადირეები ტრადიციას
უბრუნდებიან. დღეიდან,
გადამფრენ ფრინველებზე
ნადირობის სეზონი
ოფიციალურად
გაიხსნა.ყველაზე
პოპულარული ნადირობის
ობიექტი მწყერია, რომელზეც
დღიური ლიმიტი 20 ერთეულია.
ნებადართულია ქედანის,
გარეული იხვის, ქათმის და
რუხი ბატის მონადირება.
თითოეულ სახეობაზე
მოქმედებს კონკრეტული
ვადები და დღიური ლიმიტები.
წყალმცურავ ფრინველებზე
ნადირობა მხოლოდ წალკის,
ახალქალაქის, დმანისისა და
ნინოწმინდის
მუნიციპალიტეტებშია
დაშვებული.ნადირობა
ნებადართულია კანონით
განსაზღვრული
ტერიტორიების და წესების
მიხედვით. გამოყენებული
უნდა იყოს სანადირო თოფისა
თუ პნევმატიკური იარაღის
კონკრეტული სახეობა.
ნადირობა აკრძალულია
ეროვნულ პარკებში,
ნაკრძალებში, ქალაქების
ზონებში.გადამფრენ
ფრინველებზე ნადირობის
მსურველებმა წინასწარ
უნდა გადაიხადონ
მოსაკრებელი. თანხის
გადახდა შესაძლებელია
ნებისმიერი ბანკის
საშუალებით, სახელმწიფო
ხაზინის
ანგარიშზე.ნადირობის
სეზონზე 24 საათიან
მონიტორინგს
გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის
დეპარტამენტი
განახორციელებს. უკვე
მოქმედებს ცხელი ხაზიც,
სადაც მოქალაქეებს
უკანონო ნადირობის
შესახებ შეტყობინების
დატოვება შეუძლიათ.ახალი
თავგადასავლების ძიება
მონადირეებს მომდევნო
წლის 1 მარტამდე შეეძლებათ.
ფრინველთა გამრავლების
პერიოდში კონტროლს კვლავ
გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის
ინსპექტორები
განახორციელებენ.