გარემოს ეროვნული
სააგენტოს ცნობით, 1-2 მარტს
ღამის საათებში
საქართველოში
მოსალოდნელია ჰაერის
ტემპერატურის
მნიშვნელოვანი დაკლება:
დასავლეთ საქართველოს
დაბლობში -5, -10 გრადუსამდე,
აღმოსავლეთ საქართველოს
ბარში -7, -12, ქვეყნის მთიან
რაიონებში -13, -18, მაღალმთიან
ზონაში -18, -23
გრადუსამდე.დასავლეთ
საქართველოს გზებზე
ნარჩუნდება რთული
მეტეოროლოგიური პირობები:
ლიპყინული,
ელექტროგადამცემ ხაზებზე
შემოყინულობა, ხოლო
ქვეყნის მაღალმთიან
ზონაში-ზვავსაშიშროება.საავტომობილო
გზების ცალკეულ
მონაკვეთებზე არსებული
დიდთოვლობის, ხილვადობის
გაუარესების, ქარბუქის,
ლიპყინულის და
ზვავსაშიშროების გამო
შესაძლებელია შეიზღუდოს
ტრანსპორტის მოძრაობა.
კოლხეთის დაბლობზე ღამის
საათებში ჰაერის
ტემპერატურის -5, -10
გრადუსამდე დაწევამ
შესაძლებელია ციტრუსოვანი
კულტურების დაზიანება
გამოიწვიოს (საფრთხის დონე
მაღალი).