„ქართული ოცნება“ არის
პირველი ხელისუფლება
საქართველოში, რომლის
პირობებშიც არ ყოფილა ომი, -
განაცხადა საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარემ
შალვა პაპუაშვილმა
ჟურნალისტის კითხვის
პასუხად, რომელიც ბიძინა
ივანიშვილის წერილს
ეხებოდა.მისი თქმით ეს არ
არის შემთხვევითობა,
არამედ ეს არის სწორი
პოლიტიკის
შედეგი.„გამოწვევები
ჩვენი ქვეყნისთვის არ
იცვლება. გუშინ კიდევ უფრო
გამწვდა მდგომარეობა
ისრაელში. უკრაინაში ომია.
ჩვენ გარეშემო, სადაც არ
გაიხედები, ყველგან
კონფლიქტები და ომია. 12 წელი
შეძლო „ქართულმა ოცნებამ“,
რომ ომის გარეშე გაევლო ამ
ქვეყანას. „ქართული
ოცნება“ არის პირველი
ხელისუფლება
საქართველოში, რომლის
პირობებშიც არ ყოფილა ომი.
ეს არ არის შემთხვევითი
მოვლენა. შემთხვევით არ
ხდებოდა სხვა ომები
მანამდე. ეს არის სწორი
პოლიტიკის შედეგი, რომ ომის
პირობები და წინაპირობები
არ იქმნება, საქართველო
ვითარდება ეკონომიკურად
და წინ მიდის ქვეყნის
ტერიტორიული მთლიანობის
აღდგენისკენ“, - აღნიშნა
პაპუაშვილმა.