სუს-მა კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

Civil Georgia 2 თვის წინ 27
სუს-მა კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) 20 თებერვალს განაცხადა, რომ მისმა კონტრტერორისტულმა ცენტრმა ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე სპეციალური ოპერაციის ჩატარების შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულთა საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, მათ შორის, „საბრძოლო მასალა, სხვადასხვა სახის ელექტრონული მოწყობილობა, ფულადი თანხა და სხვა მნიშვნელოვანი ნივთები“. მათივე სახლებიდან ამოღებულია საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან „შესაძლო კავშირის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულება“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით დაიწყო, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ გასაჯაროვდა.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია