სტაციონარული კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაცია მაისამდე, ამბულატორიებისთვის კი 2025 წლის ბოლომდე გადავადდა

News.ge 11 საათი წინ 5
სტაციონარული კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაცია მაისამდე, ამბულატორიებისთვის კი 2025 წლის ბოლომდე გადავადდა

სტაციონარული კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაცია მაისამდე, ამბულატორიებისთვის კი 2025 წლის ბოლომდე გადავადდა
2024 წლის 31 დეკემბრის დადგენილების მიხედვით, საერთაშორისო აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი სტაციონალურმა დაწესებულებებმა 2025 წლის 1 მაისამდე უნდა წარადგინონ, ამბულატორიებისთვის კი ვადა 2025 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.
დადგენილებაში, რომელსაც ხელს ჯანდაცვის მინისტრი აწერს, შემდეგი ცვლილებები შევიდა:
„სტაციონარულ პირობებში განსახორციელებელი მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია საერთაშორისო აკრედიტაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასლი) სამინისტროს წარუდგინოს 2025 წლის 1 მაისამდე
ამბულატორიული/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი მომსახურების, აგრეთვე, ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია საერთაშორისო აკრედიტაციის/ISO სერტიფიცირების დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასლი) სამინისტროს წარუდგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა“, – წერია დოკუმენტში.
დადგენილების მიხედვით, საერთაშორისო აკრედიტაციის გავლა ასევე სავალდებულო იქნება ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის.
„ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებების ლაბორატორიებისთვის სავალდებულოა ISO15189 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობის მოპოვება. აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება საერთაშორისო აკრედიტაციის სერტიფიკატის მქონე სამედიცინო დაწესებულებებსა და ლაბორატორიებზე“, – ნათქვამია დადგენილებაში.

სრულად წაიკითხეთ სტატია