
გერმანული კორპორაციები Porsche და Deutsche Telekom-ი, ასევე სხვა მსხვილი კონგლომერატები განიხილავენ 500 მილიონი ევროს ოდენობის ახალი ვენჩურული კაპიტალის ფონდის დაფინანსებას, რომელიც ევროპულ თავდაცვის ტექნოლოგიებზე იქნება ორიენტირებული.
ფონდს მართვას ჰამბურგში დაფუძნებული საინვესტიციო კომპანია DTCP განახორციელებს, რომელიც ადრე Deutsche Telekom-ის ნაწილი იყო. Porsche-მ განაცხადა, რომ ქმნის ფონდს თავდაცვითი ინდუსტრიის ინვესტიციებისთვის და გააუქმა კომპანიის წესდების ნაწილი, რომელიც კომპანიას მსგავი მიმართულებით დაფინანსების გამოყოფას უზღუდავდა.
ევროპაში ვენჩურული კაპიტალის ინტერესმა თავდაცვის სექტორში იმატა უკრაინაში ომის დაწყების და NATO-ს მიმართ აშშ-ის სკეპტიციზმის ზრდის ფონზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპულმა სახელმწიფოებმა გამოყვეს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები თავდაცვის სექტორში ინვესტირებისთვის, ამას შეუერთდნენ კერძო კომპანიებიც, რომლებიც ამ სექტორში ინვესტიციებს ააქტიურებენ.
Porsche და DTCP წარსულში უკვე თანამშრომლობენ: 2023-ში Porsche-მ დააფინანსა DTCP-ის ზრდის ფონდი, ხოლო მოგვიანებით მათ ერთად შექმნეს Incharge Capital Partners, სადაც Deutsche Telekom-იც ინვესტორია. ორივე კომპანიამ დააფინანსა გერმანული დრონების მწარმოებელი Quantum Systems, რომლის ღირებულებამ მაისში $1 მილიარდს გადააჭარბა.