სტანო: ევროკავშირი მოუწოდებს ქართველ პოლიტიკოსებს მოერიდონ უხეშ რიტორიკასა და დეზინფორმაციას ელჩის წინააღმდეგ

Civil Georgia 2 თვის წინ 69
სტანო: ევროკავშირი მოუწოდებს ქართველ პოლიტიკოსებს მოერიდონ უხეშ რიტორიკასა და დეზინფორმაციას ელჩის წინააღმდეგ

ტელეკომპანია „ფორმულას“ კითხვის საპასუხოდ, ევროკავშირის პრესსპიკერმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, პიტერ სტანომ მოუწოდა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოერიდონ „უხეშ რიტორიკას და დეზინფორმაციას“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წინააღმდეგ.  

„ევროკავშირის ელჩი თბილისში წარმოადგენს ევროკავშირის პოზიციას და გადასცემს ევროკავშირის მოლოდინებს ქართველ პარტნიორებს. ევროკავშირს ელჩის მიმართ აქვს სრული მხარდაჭერა და ნდობა. ვიმეორებთ მოწოდებას საქართველოს პოლიტიკური ლიდერებისადმი, მოერიდონ უხეში რიტორიკის ნებისმიერ ფორმასა და დეზინფორმაციას, იმუშაონ კონსტრუქციულად ქვეყანაში პოლარიზაციის პრობლემის მოსაგვარებლად”, – განაცხადა პიტერ სტანომ.

ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ „უხეში რიტორიკა“ მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ელჩმა კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებზე, სადაც უკრაინის ომი საქართველოში მშვიდობასთანაა შედარებული. ელჩმა ჰერჩინსკიმ გაიმეორა ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და მმართველი პარტიის ბანერებს „აღმაშფოთებელი“, „სამარცხვინო“ და „ამაზრზენი“ უწოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ეს განცხადება საარჩევნო პროცესში ჩარევად მიიჩნია და მას „ფარისევლური“ უწოდა.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია