სტამბოლში შრომის დღის
აღსანიშნავად გამართულ
მარშზე 400-ზე მეტი ადამიანი
დააკავეს. ტაქსიმის
მოედანზე დაკავებულთა
შორის სტამბოლის
„პროგრესული ასოციაციის“
იურისტებიც არიან.შრომის
დღის აღნიშვნამდე ერთი
დღით ადრე ქალაქში
უსაფრთხოების საგანგებო
ზომები შემოიღეს.
გადაიკეტა ქუჩების ნაწილი,
მეტროპოლიტენის 7 სადგური
და სამართალდამცველთა
მობილიზაცია გამოცხადდა.