სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის,
ილია მეორის
აღსაყდრებიდან 47 წელი
შესრულდა.„საკუთარი
მხრებით ვზიდავ ამ უმძიმეს
და საპატიო მოვალეობას“, -
ამ სიტყვებით ზუსტად 47 წლის
წინ სვეტიცხოველში
საქართველოს პატრიარქმა
ქართველ ხალხს მიმართა, რის
შემდეგაც ქართული
მართლმადიდებელი ეკლესია
გადაიბარა.კათოლიკოს-პატრიარქს
უკავშირდება რეგიონებში
ქვეყნისათვის
სტრატეგიულად
მნიშვნელოვან ადგილებში
ეკლესია-მონასტრების
აშენება, პატრიარქის
კურთხევით აშენდა სამების
საკათედრო ტაძარი. მისი
აღსაყდრებიდან დღემდე
დამკვიდრდა ქართული
მრავალხმიანი გალობა.
წლების შემდეგ კი
საგალობლებს თავად
პატრიარქი წერს.