Aqualia ჯივიპიში აქტიურად
აგრძელებს სისტემურ
განახლებებს როგორც
წყალმომარაგების
ინფრასტრუქტურის, ასევე
ტექნოლოგიური
მიმართულებით, რისთვისაც
კომპანია 2025 წლის
განმავლობაში 100 მილიონზე
მეტი ლარის ინვესტიციას
განახორციელებს.მომხმარებლებისთვის
მომსახურების ხარისხის
გასაუმჯობესებლად
კომპანიამ გასულ წელს
არაერთი საოპერაციო
მაჩვენებელი გააუმჯობესა,
მათ შორის:•18%-ით შემცირდა
წყალმომარაგების
შეზღუდვის არეალები•19%-ით
შემცირდა ქსელზე
ინციდენტების
რაოდენობა•29%-ით შემცირდა
წყალმომარაგების გეგმური
შეზღუდვის საშუალო
დრო•დაიზოგა 11 მილიონი
კუბური მეტრი მოცულობის
წყალი,,წყალმომარაგებისა
და წყალარინების ქსელების
ხანდაზმულობისა და
მასშტაბურობის
გათვალისწინებით, ჯივიპის
მთავარ პრიორიტეტად 2025
წელსაც წყლისა და
წყალარინების მოძველებული
ქსელების მდგომარეობის
გაუმჯობესება რჩება, რაც
უშუალოდ მოძველებული
ქსელების
განახლება-რეაბილიტაციასთან
ერთად წყალმომარაგების
სისტემის მოდერნიზებას,
თანამედროვე
ტექნოლოგიებით აღჭურვას
და პრევენციულ
მონიტორინგს გულისხმობს.
აღნიშნული სამუშაოების
შედეგად კომპანია შეძლებს
კიდევ უფრო შეამციროს
წყალმომარაგების
შეზღუდვების სიხშირე,
არეალი და ხანგრძლივობა “ -
ხოსე მიგელ სანტოს
გონზალესი, ჯივიპის
გენერალური
დირექტორი.წყალმომარაგების
სისტემა, ქალაქში არსებულ
ქსელებთან ერთად, მოიცავს
მაგისტრალურ მილსადენებს,
რომლებიც ჟინვალის
წყალსაცავიდან და ხრამის
სათავე ნაგებობიდან
სასმელი წყლის
მომხმარებლამდე
ტრანსპორტირებას
უზრუნველყოფენ. აღნიშნული
მილსადენების სტრატეგიული
მნიშვნელობიდან
გამომდინარე, კომპანია 2025
წელს კიდევ უფრო აძლიერებს
პრევენციული მონიტორინგის
ღონისძიებებს, გარე
რისკების შეფასებისა და
მაგისტრალების ცალკეულ
მონაკვეთების
მდგომარეობის განსაზღვრის
მიზნით.2025 წლის პირველი
კვარტლის მონაცემებით
კომპანიამ უკვე
განახორციელა 47.7 მილიონი
ლარის პროექტები.
მოძველებული ქსელების
განახლების პარალელურად,
ჯივიპი მუშაობს
წყალმომარაგების სისტემის
მართვის თანამედროვე
ტექნოლოგიების
დანერგვაზე. აქტიურ
პროცესშია კომპანიის
სატუმბი სადგურებისა და
რეზერვუარების
ავტომატიზაცია, რაც
წყალმომარაგების სისტემის
ოპერატიულ მართვას
უზრუნველყოფს და შეცდომის
რისკებს მინიმუმამდე
დაიყვანს. ასევე, ახლდება
გეოსაინფორმაციო
სისტემები, პროექტი
ემსახურება
წყალმომარაგების ქსელის
კრიტიკული მონაკვეთების
იდენტიფიცირებასა და
პრევენციულ მონიტორინგს. 2025
წლის პირველი კვარტალის
განმავლობაში,
გეოსაინფორმაციო
სისტემების მოდერნიზების
პროექტის ფარგლებში უკვე
იდენტიფიცირდა
წყალმომარაგებისა და
წყალარინების ქსელზე 131
კრიტიკული
მონაკვეთი.ჯორჯიან უოთერ
ენდ ფაუერის მიერ,
მიმდინარე წლის ბოლომდე
დაგეგმილი 100 მილიონ ლარზე
მეტი ღირებულების
პროექტები მიზნად ისახავს
თბილისის, რუსთავისა და
მცხეთის მოსახლეობისთვის
წყალმომარაგების სერვისის
მნიშვნელოვნად
გაუმჯობესებას,
წყალმომარაგების ქსელზე
დაზიანებების რაოდენობის,
წყალმომარაგების
შეზღუდვის არეალებისა და
ხანგრძლივობის
შემცირებას.ინფორმაციას
„ჯორჯიან უოთერ ენდ
ფაუერი“ ავრცელებს.