სპორტიც და პოლიტიკაც ჩემთვის პირადად ასოცირდება ჩვენი ქვეყნის მომავალთან... მთავარი მიზანი და მოტივაცია არის ის, რომ ჩვენს ქვეყანას დავუდგეთ გვერდში“ - ვარლამ ლიპარტელიანი

Primetime.ge 2 თვის წინ 27
სპორტიც და პოლიტიკაც ჩემთვის პირადად ასოცირდება ჩვენი ქვეყნის მომავალთან... მთავარი მიზანი და მოტივაცია არის ის, რომ ჩვენს ქვეყანას დავუდგეთ გვერდში“ - ვარლამ ლიპარტელიანი
ძიუდოისტი, ევროპის სამგზის ჩემპიონი და მმართველი პარტიის დელეგატი სამგორში, ვარლამ ლიპარტელიანი “დღის კურიერის“ ეთერში საუბრობს, თუ როგორია სპორტიდან პოლიტიკაში გადასვლა. ლიპარტელიანი განმარტავს, თუ რატომ მიიღო სპორტიდან პოლიტიკაში გადასვლის გადაწყვეტილება და აღნიშნავს, რომ მისთვის, სპორტიც და პოლიტიკაც ქვეყნის მომავალთან ასოცირდება.“სპორტი მოგეხსენებათ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ძალიან რთული გზის გავლა გვიწევს, რომ შედეგს მივაღწიოთ. ყველამ კარგად ვიცით, თუ რამხელა შრომას დებს თითოეული სპორტსმენი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ გაიტანოს და ჩვენი ქვეყნის დროშა ყველაზე მაღლა აიწიოს. ვიტყვი, რომ, რა თქმა უნდა, რთულია პოლიტიკური გზაც, მე პირველ ნაბიჯებს ვდგამ, ჩემი პირველი სატელევიზიო ეთერია ეს [პოლიტიკოსის რანგში] მაგრამ ეს ყველაფერი, სპორტიც და, ზოგადად, პოლიტიკაც ჩემთვის პირადად ასოცირდება ჩვენი ქვეყნის მომავალთან. ასოცირდება იმ ყველაფერთან, რასაც ღირებულება ჰქვია და ჩემთვის, პირველ რიგში, სიამაყე იყო ის, რომ გადავდგი ეს ნაბიჯი. მე ვფიქრობ, ყველა სპორტსმენი, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა, იგივე ლაშა ტალახაძე, იგივე გენო პეტრიაშვილი, მისაუბრია მათთან, ყველას მთავარი მიზანი და მოტივაცია არის ის, რომ ჩვენს ქვეყანას დავუდგეთ გვერდში, დავუდგეთ იმ გუნდს, პირველ რიგში, რომელმაც ყველაზე გრძელვადიანი მშვიდობა მოიტანა უახლოეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნისთვის. ვფიქრობ, პირველ რიგში, მადლობა უნდა გადავუხადო გუნდს ნდობისთვის, რომ მაქვს იმის საშუალება ჩემი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში ჩემი წვლილი შევიტანო. ყველა ადამიანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რისი შესაძლებლობაც გვექნება, ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ,“ - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია