სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროკურატურას შეუერთდება, განუცხადეს მედიას საგამოძიებო სამსახურში დეტალების დაკონკრეტების გარეშე და მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ინიციატივა ბიუროზე წარდგება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2022 წლის პირველ მარტს ამოქმედდა, რასაც საფუძვლად ედო „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგის” ფარგლებში აღებული ვალდებულება, რომ ქვეყანამ საერთაშორისო ვალდებულებების სათანადოდ შესრულების გზით, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მიზნით ეფექტიანი რეფორმები განახორციელოს.
10 აპრილს, გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო (კოკა) კაციტაძეს, 2024 წლის მაისში „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს მოქალაქეების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტებისა და ახალგაზრდა აქტივისტების მიმართ განხორციელებული თავდასხმების გამოუძიებლობისა და პასუხისმგებლობის დაუკისრებლობის გამო.
ასევე წაიკითხეთ:
- 16/05/2025 – სსო-ების ანგარიში 2024 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში ადამიანის უფლებების კრიზისს ავლენს
- 03/02/2025 – სოციალური სამართლიანობის ცენტრი: აქციის მონაწილეების მიმართ სასტიკი ანგარიშსწორება უკვე ნორმალიზებულ პრაქტიკად იქცა
- 17/01/2025 – სპეციალური საგამოძიებო სამსახური: 52 მომიტინგეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა
- 05/12/2024 – სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროევროპული აქციების დროს პოლიციის სავარაუდო ძალადობას იძიებს
- 30/12/2021 – პარლამენტმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას მხარი სამივე მოსმენით დაუჭირა