სოციალურ ქსელ „Facebook“ - ში,
გაურკვეველმა პირმა
შექმნა ეკატერინე
ხვედელიძის სახელით ყალბი
ანგარიში. აღნიშნული
ანგარიშიდან მოქალაქეები
იღებენ პირად
შეტყობინებას, მათ შორის
ფინანსური დახმარების
პირობას, - ინფორმაციას
„ქართული ოცნების“
პრესსამსახური
ავრცელებს.„ვთხოვთ
საზოგადოებას,
გაითვალისწინოს, რომ ეს
ანგარიში არის ყალბი და არ
ეკუთვნის ქალბატონ
ეკატერინე ხვედელიძეს.
ასევე, აღნიშნული ყალბი
ანგარიშიდან შეტყობინების
მიღების შემთხვევაში,
გთხოვთ გაუგზავნოთ
კომპანია Meta - ს წერილი
ანგარიშის გაუქმების
შესახებ“, - აღნიშნულია
გავრცელებულ
ინფორმაციაში.