კომპანია „ბენთს როუდ
ვაინერი“ (BRW), რომელიც 2000
წელს დაარსდა, ავსტრალიის
ერთ-ერთ ყველაზე ცივ
რეგიონში,
სამხრეთ-აღმოსავლეთ
ქვინსლენდში, ბალანდეანში
(Ballandean) მდებარეობს.
შედარებით ცივი
კლიმატიდან გამომდინარე,
იქაურ ღვინოს ევროპული
ჯიშებისთვის
დამახასიათებელი
ორგანოლეპტიკური პროფილი
უყალიბდება.
აღსანიშნავია, რომ
კომპანია მუშაობს ქვევრის
ღვინოზეც და აქტიურად
ეწევა საფერავის
პოპულარიზაციას.მემორანდუმის
ფარგლებში,
კვლევითი-ცენტრის მხრიდან
ქართული ვაზის ჯიშების
შესახებ გაიცემა
შესაბამისი
რეკომენდაციები, რომლებიც
შესაფერისი იქნება
გრანიტის სარტყელში
(ქვინსლენდი) პრემიუმ
სასუფრე ღვინოების
წარმოებისთვის.სსიპ
სოფლის მეურნეობის
სამეცნიერო-კვლევითი
ცენტრის დირექტორმა, ლევან
უჯმაჯურიძემ ავსტრალიის
დელეგაციის წევრებს
ცენტრში მიმდინარე
ადგილობრივი და
საერთაშორისო სამეცნიერო
ის პროექტები გააცნო,
რომელიც ქართული ვაზის
ადგილობრივი ჯიშების
მოძიებას, იდენტიფიკაციას,
მიკროვინიფიკაციასა და
მათთან დაკავშირებულ
საკითხებს
ეხება.მევენახეობა-მეღვინეობის
კვლევის სამსახურის
უფროსმა დავით ჩიჩუამ
ავსტრალიელ სტუმრებს
ჯიღაურას ბაზაზე
დამზადებული იშვიათი
ქართული ვაზის ჯიშებისგან
დაყენებული ღვინოები
წარუდგინა. ასევე,
სტუმრებმა ჯიღაურას
ბაზაზე არსებული
ამპელოგრაფიული კოლექცია
დაათვალიერეს და ვაზის
სხვლა-ფორმირების
მახასიათებლებს გაეცნენ,
რაც მათ ავსტრალიაში
გაშენებული ქართული ვაზის
ჯიშების სწორად მართვაში
დაეხმარება.