სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და სოფლის გაძლიერება არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი - ირაკლი კობახიძე

Primetime.ge 2 თვის წინ 65
სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და სოფლის გაძლიერება არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი - ირაკლი კობახიძე
სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და სოფლის გაძლიერება არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. აქ განსაკუთრებულ როლს ასრულებს „შეღავათიანი აგროკრეტიდის პროგრამა“, რომელიც ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში ხორციელდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „შეღავათიანი აგროკრეტიდის პროგრამის“ ფარგლებში გაიცა 6,5 მილიარდი ლარის შეღავათიანი სესხი, სადაც სახელმწიფოს თანამონაწილეობა, ბიუჯეტის თანამონაწილეობა იყო დაახლოებით მილიარდი ლარი, პროგრამას 47 ათასზე მეტი ბენეფიციარი ჰყავდა.„რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მომდევნო 4 წლის განმავლობაში გამოიყოფა ამ პროგრამის ფარგლებში 800 მილიონი ლარი, რაც უზრუნველყოფს 5 მილიარდ ლარზე მეტი კერძო ინვესტიციების მოზიდვას სოფლის მეურნეობის სფეროში. ასევე მთავრობის მხარდაჭერით შეიქმნა 400-ზე მეტი გადამამუშავებელი საწარმო და შემნახველი ობიექტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის, გლეხებისთვის, მოსავლის დაბინავებასთან არის პირდაპირ დაკავშირებული ეს ყველაფერი. მსგავსი ინფრასტრუქტურა 2012 წლამდე პრაქტიკულად არ არსებობდა და ამ ინფრასტრუქტურის შექმნა არის ჩვენი ხელისუფლების დამსახურება. ასევე ტექნიკით უზრუნველყოფა იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. 7 500 ერთეული ტექნიკა შეიძინეს ფერმერებმა და გლეხებმა მთავრობის მხარდაჭერით და ეს ინიციატივა საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 120 მილიონი ლარით დაფინანსდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  მისივე თქმით, „დანერგე მომავალი“ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ხორციელდება და ამ პროგრამის ფარგლებში 23 600 ჰექტარი ახალი ბაღები გაშენდა.  „ინვესტიცია განხორციელდა მთლიანობაში 360 მილიონი ლარის ოდენობით და მომავალი 4 წლის განმავლობაში არის დაგეგმილი 100 მილიონი ლარის ინვესტიციის გამოყოფა კონკრეტულად ამ მიზნით და ამ ყველაფრის საფუძველზე 10 ათასი ჰექტარი ახალი ბაღები გაშენდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. მელიორაციის კუთხითაც რთული მდგომარეობა გვქონდა 2012 წლისთვის. 59 ათასი ჰექტარი იყო იმ ფართობების მოცულობა, რომლებიც იყო დრენაჟით უზრუნველყოფილი. 2024 წლისთვის უკვე 210 ათას ჰექტრამდე გაიზარდა ეს მაჩვენებელი, რაც ბუნებრივია, ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას. შემდეგი 4 წლის განმავლობაში ამ სფეროს მოხმარდება 1 მილიარდი ლარი და 2028 წლისთვის უკვე 260 ათას ჰექტრამდე გაიზრდება შესაბამისი ფართობების მოცულობა. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ილტოს წყალსაცავის მშენებლობას. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არც ერთი წყალსაცავი საქართველოში არ შექმნილა. ეს იქნება პირველი წყალსაცავი, რომელიც შეიქმნება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელიც მოემსახურება კახეთის რეგიონს და ხელს შეუწყობს კახეთში აგრარული მეურნეობის განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.         
სრულად წაიკითხეთ სტატია