სოფლის მეურნეობაზე 3 მილიარდი ლარი იქნება მთლიანობაში გამოყოფილი შემდეგი 4 წლის განმავლობაში - ირაკლი კობახიძე

Primetime.ge 2 თვის წინ 67
სოფლის მეურნეობაზე 3 მილიარდი ლარი იქნება მთლიანობაში გამოყოფილი შემდეგი 4 წლის განმავლობაში - ირაკლი კობახიძე
სოფლის მეურნეობაზე 3 მილიარდი ლარი იქნება მთლიანობაში გამოყოფილი შემდეგი 4 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.ირაკლი კობახიძემ შედარებისთვის მოიყვანა 2012 წლის მონაცემები და აქვე აღნიშნა, რომ ეს დარგი იყო აბსოლუტურად მიტოვებული.„შედარებისთვის, 2012 წელს წლიურ ბიუჯეტში ეს თანხა შეადგენდა 172.5 მილიონ ლარს, წელიწადში 200 მილიონი ლარიც კი არ იხარჯებოდა სოფლის მეურნეობაზე და ეს დარგი იყო აბსოლუტურად მიტოვებული, რაც აისახებოდა, რა თქმა უნდა, სოფლად მცხოვრები ადამიანების მდგომარეობაზე. 3 მილიარდი მხოლოდ 4 წლის განმავლობაში იქნება გამოყოფილი. აქაც არის ერთ-ერთი ყბადაღებული თემა, იყო „ქართული ოცნების“, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომ მილიარდი მოხმარდებოდა სოფლის აღორძინებას, არა თუ მილიარდზეა საუბარი, ამ წლების განმავლობაში მრავალი მილიარდი უკვე მოხმარდა სოფლის აღორძინებას და მარტო შემდეგი 4 წლის განმავლობაში დამატებით 3 მილიარდი მოხმარება, ანუ ძალიან დიდი გადაჭარბებით არის ეს დაპირება შესრულებული“, - აღნიშნა პრემიერმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია