გაზიფიკაციის ტემპი
გაიზარდა 2012 წლის შემდეგ
3-ჯერ ჩვენს ქვეყანაში,
შედეგად მივიღეთ ის, რომ
90%-ზე მეტი პოტენციური
აბონენტების არის უკვე
გაზიფიცირებული, - ამის
შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრობის
კანდიდატმა ირაკლი
კობახიძემ პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე
სიტყვით გამოსვლისას
განაცხადა.ირაკლი
კობახიძემ აღნიშნა, რომ 2028
წლისთვის გაზიფიკაციის
მაჩვენებელი იქნება 95%.„რაც
შეეხება დამატებით
რეგიონულ განვითარებას.
სოფლების გაზიფიცირება -
თქვენ იცით, რამხელა
პროგრესი გვქონდა ჩვენ ამ
მიმართულებით გასული
წლების განმავლობაში.
გაზიფიკაციის ტემპი
გაიზარდა 2012 წლის შემდეგ
3-ჯერ ჩვენს ქვეყანაში,
შედეგად მივიღეთ ის, რომ
90%-ზე მეტი პოტენციური
აბონენტების არის უკვე
გაზიფიცირებული. სოფლების
გაზიფიცირება
გაგრძელდება, უკვე მომავალ
წელს 93%-ს მიაღწევს
გაზიფიკაციის მაჩვენებელი
და 2028 წლისთვის
გაზიფიკაციის მაჩვენებელი
იქნება 95%. პრაქტიკულად ჩვენ
მივწვდებით უკვე ყველა იმ
სოფელს, სადაც რეალურია
გაზიფიკაციის ამუშავების
წარმართვა.ინტერნეტიზაციის
მიმართულებით გვაქვს
სერიოზული გეგმები, 5 000
კილომეტრი ახალი ქსელი
უნდა შეიქმნას ჩვენს
ქვეყანაში.წყალმომარაგებაზე
წვდომა გადააჭარბებს 80%-ს.
დასრულდება უკვე მომავალ
წელს ქალაქების
წყალმომარაგების პროგრამა
და ამის შემდეგ ეს პროგრამა
გაგრძელდება უკვე ურბანულ
დასახლებებში. დამატებით 300
000 მოქალაქე მიიღებს 24
საათიან წყალმომარაგებაზე
წვდომას შემდეგი 4 წლის
განმავლობაში“, -
განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.