სოფია ბაბლუანის ფილმმა
„ფოფოდიას შვილები“
კინოფესტივალზე RELIGION TODAY
(„რელიგია დღეს“) ყველაზე
წარმომადგენლობითი ჯილდო
მიიღო, კატეგორიაში
„რწმენის სული“.როგორც
ფესტივალის ვებ-გვერდზე
გამოქვეყნებულ
ინფორმაციაშია აღნიშნული,
67-წუთიანი სურათი
„ფესტივალის ჭეშმარიტ
სულისკვეთებას გულწრფელად
ასახავს“. ფილმი
საქართველოსა და თურქეთის
საზღვარზე მცხოვრები
ქრისტიანი და მუსლიმი
მოზარდების შესახებ
მოგვითხრობს, რომლებიც
თავგადასავლების დროს
ერთმანეთს ეხმარებიან.