შინაგან საქმეთა
სამინისტროს საგანგებო
სიტუაციების მართვის
სამსახურის
მეხანძრე-მაშველებმა,
ჩოხატაურის
მუნიციპალიტეტის სოფელ
სურებში, მცხოვრები პირი,
რომელსაც სამედიცინო
დახმარება ესაჭიროებოდა,
ურთულეს რელიეფურ
პირობებში, სასაზღვრო
პოლიციის ვერტმფრენით,
სამედიცინო
დაწესებულებაში
გადაიყვანეს, სადაც მას
შესაბამისი მკურნალობა
უტარდება, - ამის შესახებ
ინფორმაციას შინაგან
საქმეთა სამინისტრო
ავრცელებს.მათივე ცნობით,
შინაგან საქმეთა
სამინისტროს საგანგებო
სიტუაციების მართვის
სამსახურის
მეხანძრე-მაშველები,
საგანგებო რეჟიმში
მუშაობას აგრძელებენ და
შემოსულ შეტყობინებებზე
ოპერატიულად ახდენენ
რეაგირებას.„მეხანძრე-მაშველები,
შინაგან საქმეთა
სამინისტროს სხვა
დანაყოფებთან ერთად,
ადგილობრივი მოსახლეობის
დახმარებას განაგრძობენ
და სხვადასხვა სოფელში
მოსახლეობას საკვებით,
პირველადი მოხმარების
საყოფაცხოვრებო ნივთებითა
და მედიკამენტებით
ამარაგებენ“, - ნათქვამია
ინფორმაციაში.