სოფელ საბერიოში მომხდარმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს და ქართველ ხალხს - გერმანიის საელჩო

Primetime.ge 10 საათი წინ 7
სოფელ საბერიოში მომხდარმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს და ქართველ ხალხს - გერმანიის საელჩო
საქართველოში გერმანიის საელჩო სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ოჯახს და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს.„დღეს, 9 იანვარს, გერმანიის საელჩოში დროშა დაშვებულია. სოფელ საბერიოში მომხდარმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა. ამ მძიმე დღეებში გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს და ქართველ ხალხს“, – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ხანძრის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ. 
სრულად წაიკითხეთ სტატია