ისტორიაში პირველად,
ბრიტანეთის სადაზვერვო
სამსახურის, MI6-ის
ხელმძღვანელი ქალი იქნება.
წარმოშობით ქართველი
ბლეიზ მეტრეველი
ოფიციალურად თანამდებობას
ოქტომბრიდან დაიკავებს და
მოქმედ ხელმძღვანელ,
რიჩარდ მურის ჩაანაცვლებს.
მეტრეველი ორგანიზაციის
მე-18 ხელმძღვანელი
იქნება.აღნიშნულ
გადაწყვეტილებას
ბრიტანეთის
პრემიერ-მინისტრმა, კირ
სტარმერმა ისტორიული
უწოდა. სტარმერმა ასევე
განაცხადა, რომ ბლეიზ
მეტრეველი აღნიშნულ
თანამდებობას იკავებს იმ
დროს, როდესაც
გაერთიანებული სამეფო
მზარდი საფრთხეების
წინაშე დგას
მოწინააღმდეგეების
მხრიდან.„მოუთმენლად
ველოდები ამ სამუშაოს
გაგრძელებას MI6-ის მამაც
ოფიცრებთან და აგენტებთან
და ჩვენს მრავალ
საერთაშორისო პარტნიორთან
ერთად“, – განაცხადა
მეტრეველმა.მეტრეველი
სადაზვერვო სამსახურში 1999
წლიდან მუშაობს. ამ ეტაპზე
ის Q დეპარტამენტის
ტექნოლოგიებისა და
ინოვაციების კრიტიკულად
მნიშვნელოვანი
განყოფილების
ხელმძღვანელია.
დეპარტამენტის მიზანია
საიდუმლო აგენტების
ვინაობის საიდუმლოდ
შენახვა და
მოწინააღმდეგეებისგან
თავის დაღწევის ახალი
გზების შემუშავება.