პარლამენტის ვიცე-სპიკერი,
პარტია „ხალხის ძალის„
თავმჯდომარე სოზარ სუბარი
2003–2012 წლებში მოქმედი
რეჟიმის, ამ რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირებისა და პოლიტიკურ
პარტიებში გაერთიანებული
მოქმედი და ყოფილი
თანამდებობის პირების 2003
წლიდან დღემდე
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე, ყოფილი
სამხრეთ ოსეთის
ავტონომიური ოლქის
ტერიტორიაზე, 2007 წელს
დროებითი ადმინისტრაციული
ერთეულის შექმნის ფაქტს
ეხმიანება.დეპუტატმა
მიმოიხილა, როგორ მოხდა
სააკაშვილის მიერ სამხრეთ
ოსეთის ავტონომიური ოლქის
ტერიტორიების აღდგენა და
ადმინისტრაციულ ერთეულად
ქცევა.„ახალგორის
გამგებელმა, ბატონმა გელა
შერმადინმა ბრძანა, რომ
როდესაც 1922 წელს საბჭოთა
ხელისუფლებამ შექმნა
სამხრეთ ოსეთის
ავტონომიური ოლქი, მას
სრულიად ხელოვნურად
შეუერთეს ახალგორის
რაიონი, რადგან მხოლოდ სამი
რაიონი - ცხინვალი, ჯავა და
ზნაური - ძალიან პატარა იყო
ავტონომიისთვის.მინდა ამ
საკითხის მოკლე ისტორია
მოვყვე, რადგან
ახალგაზრდებს ხშირად არ
ესმით, რაზე ვლაპარაკობთ,
როდესაც ამ თემებს
განვიხილავთ:1990 წლის 30
სექტემბერს, სამხრეთ
ოსეთის ავტონომიური ოლქის
ხელმძღვანელობამ მიიღო
დადგენილება, რომლითაც
სამხრეთ ოსეთი
გამოაცხადეს დამოუკიდებელ
საბჭოთა რესპუბლიკად,
დამოუკიდებლად არა
საბჭოთა კავშირისგან,
არამედ საქართველოსგან.
იმავე წლის 22 ნოემბერს,
ზვიად გამსახურდიას
დროინდელმა პარლამენტმა
გააუქმა ეს დადგენილება და
ამაზე შორს არ წასულა, რათა
ვითარება უფრო არ
გაემწვავებინა და
ავტონომიურ ოლქს
შეუნარჩუნდა თავისი
სტატუსი. თუმცა, იმის გამო,
რომ იქ გაგრძელდა
ანტიკონსტიტუციური,
ანტისახელმწიფოებრივი,
ანტიქართული ქმედებები,
მათ შორის, საკანონმდებლო
დონეზე, საქართველოს
ხელისუფლება იძულებული
გახდა, 11 დეკემბერს
კონსტიტუციის დონეზე
გაეუქმებინა სამხრეთ
ოსეთის ავტონომიური ოლქი.1995
წელს, როდესაც შეიქმნა
საქართველოს სამხარეო
მოწყობა, ახალგორი შევიდა
მცხეთა-მთიანეთის
შემადგენლობაში, რაც
ისტორიულადაც და
გეოგრაფიულადაც უფრო
სწორია.ამის შემდეგ, 2007 წელს,
მიხეილ სააკაშვილმა
დე-ფაქტო აღადგინა ყოფილი
ოლქი. 2007 წლის 10 მაისს
გამოიცა პრეზიდენტის
ბრძანებულება “ყოფილი
სამხრეთ ოსეთის
ავტონომიური ოლქის
ტერიტორიაზე დროებითი
ადმინისტრაციული ერთეულის
შექმნის, საქმიანობის
წესისა და ფარგლების
შესახებ”. ოფიციალურ
დოკუმენტებში პირველად
გაჩნდა ტერმინი „სამხრეთ
ოსეთის ავტონომიური ოლქი“
მას შემდეგ, რაც ზვიად
გამსახურდიამ გააუქმა იგი.
ამ ბრძანებულებაში ერთი
უცნაური რამ იკითხება - რომ
დროებითმა ადმინისტრაციამ
მოლაპარაკებები უნდა
აწარმოოს საქართველოს
ხელისუფლებასთან მომავალი
ავტონომიური ოლქის
სტატუსის განსაზღვრის
შესახებ. ანუ, საქართველოს
ხელისუფლება და
ადმინისტრაციის
ხელმძღვანელობა
გამიჯნულია
ერთმანეთისგან, თითქოს
რაღაც ორ სხვადასხვა
ქვეყანაზეა საუბარი.
იქიდანვე არის ჩადებული
ასეთი
ანტისახელმწიფოებრივი
ნაღმები მთელს ამ
ისტორიაში,“- განაცხადა
სოზარ სუბარმა.