პარლამენტის
ვიცე-სპიკერმა, პარტია
„ხალხის ძალის“
თავმჯდომარემ სოზარ
სუბარმა, 2003-2012 წლებში
მოქმედი რეჟიმისა და
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის მორიგ სხდომაზე,
სადაც განსახილველი
საკითხია 2004-2008 წლებში
საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე შექმნილი
ვითარება, კოდორის ხეობის
დაცვის საქმეში ემზარ
კვიციანის დამსახურებაზე
ისაუბრა.დეპუტატმა ხაზი
გაუსვა ემზარ კვიციანს
წვლილს ჭუბერის გზის
შენარჩუნებასთან
დაკავშირებით. მისი თქმით,
სწორედ კვიციანის
დამსახურებით, ჭუბერის
გზამ ათასობით ადამიანის
სიცოცხლე გადაარჩინა.„ეს
ისტორია, [ჭუბერის გზასთან
დაკავშირებით] მეც ვიცი და
ერთი რამ მინდა ვთქვა, ეს
არის ბატონი ემზარის
დამსახურება - რომ არ
ყოფილიყო ემზარ კვიციანის
პირადი ინიციატივა კოდორი -
ჭუბერი გზის გაჭრის,
სოხუმიდან წამოსული
რამდენიმე ათეული ათასი
კაციდან, ასეულობით და
ათასეულობით მსხვერპლი
იქნებოდა. ამ გზამ
გადაარჩინა ათასობით
ადამიანის სიცოცხლე და
ამის გამო, მადლობა
ეკუთვნის ემზარ კვიციანს,
მთელი საქართველოსგან“, -
განაცხადა სოზარ სუბარმა.