„ISFED-ს არ უნდოდა
ლეგიტიმაცია მიეცა
ლეგიტიმურად ჩატარებული 2024
წლის საპარლამენტო
არჩევნებისთვის, ამიტომ,
პარალელური გამოკითხვის
შედეგები დამალა, თუმცა,
ბუნებრივია, პროკურატურას
ვერ დაემალებოდნენ“, -
განაცხადა მედიასთან
„ხალხის ძალის“
თავმჯდომარემ და
პარლამენტის
ვიცე-სპიკერმა სოზარ
სუბარმა.მისი თქმით,
პროკურატურა, წესით,
პირველივე დღეს უნდა
შესულიყო ISFED-თან, როცა მათ
მასალების გადაცემის
გაჭიანურება დაიწყეს და
ყველა დოკუმენტაცია
ამოეღო, რადგან მათი
მხრიდან რაიმეს
განადგურება მოულოდნელი
არ იქნება.„გულწრფელად
მიმაჩნია, რომ პროკურატურა
პირველივე დღეს, როდესაც
ISFED-მა საჭირო მასალების
გადაცემის გაჭიანურება
დაიწყო, სასამართლოს
განჩინებით უნდა შესულიყო
და ყველა დოკუმენტაცია,
როგორც ციფრული სახით
შენახული, ისე - ქაღალდზე
გადატანილი, უნდა ამოეღო,
რათა რაიმე დოკუმენტაცია
არ გამქრალიყო, რასაც,
ბუნებრივია, ყოველთვის
ველოდები ისეთი თაღლითი
ორგანიზაციისგან, როგორიც
„უსამართლო არჩევნებია“, -
აღნიშნა სოზარ სუბარმა.