მთავრობა არის
ჩამოყალიბებული,
პრეზიდენტი არის არჩეული,
ქვეყანა მიდის თავისი გზით,
ბიუჯეტი არის
დამტკიცებული,
შესაბამისად, არც ერთი
ფორმალური საფუძველი
არჩევნების გამოცხადების
არ არსებობს, - განაცხადა
პარლამენტის თავმჯდომარის
მოადგილემ, სოზარ
სუბარმა.მისივე თქმით,
ოპოზიციას შეუძლია,
ითამაშოს, სადაც უნდა,
მხოლოდ ცხადია, ეს ვერ
იქნება პრეზიდენტის
სასახლე, რადგან იქ, 30
დეკემბრიდან მიხეილ
ყაველაშვილი შევა.„თუ
ვინმეს მაინც სურს იმ
ასამბლეის ჩამოყალიბება,
რაზეც დღეს დაიწყეს
საუბარი პრეზიდენტთან და
„პარლამენტარობანასა“ თუ
„მთავრობანას“ თამაში, რა
თქმა უნდა, მათ ამის
გაკეთება შეუძლიათ.
ითამაშონ, სადაც უნდათ,
ოღონდ, ცხადია, ეს ვერ
იქნება პრეზიდენტის
სასახლეში, რადგან
პრეზიდენტის სასახლეში 30
დეკემბერს ახალი არჩეული
პრეზიდენტი მიხეილ
ყაველაშვილი შევა. თუ
თვითონ ვერ მონახავენ
ადგილს, ამ შემთხვევაში
ჩვენ შეგვიძლია, გამოვუყოთ
სადმე, ისეთი მოხერხებული
ადგილი, ერთ-ერთ ადგილად მე
მივუთითებდი - ბედიანში
არის სპეციალური
დაწესებულება, სადაც მათ
შეუძლიათ მივიდნენ და
ითამაშონ“, - განაცხადა
სუბარმა.სალომე
ზურაბიშვილი ახალ
არჩევნებს ითხოვს, თარიღი
კი, მისი თქმით, 29
დეკემბრამდე უნდა
დასახელდეს.