რამდენად იკვეთება
პოლიტიკოსების როლი იმაში,
რომ 2008 წლის ომის
დანაშაულის გადაბრალება
მომხდარიყო სამხედრო
პირებზე, ამ თემაზე 2003-2012
წლებში მოქმედი რეჟიმისა
და რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე
კომისიის მდივანმა,
პარლამენტის
ვიცე-სპიკერმა სოზარ
სუბარმა ისაუბრა, როცა
კომისიის მიერ მოწვეულ
პირს, გენერალ მამუკა
ყურაშვილს დაუსვა
შეკითხვები და ის საგაზეთო
პუბლიკაციები შეახსენა,
სადაც გენერალი თავდაცვის
ყოფილი მინისტრის დავით
კეზერაშვილის შესახებ
საუბრობს.„კეზერაშვილზე
როცა საუბრობთ, თქვენი
სიტყვებია რუსულად რომ
ვთქვათ „ზა ვსიო ბალეეტ,
პერეჟივაეტ, ნო ნი ზა შტო ნე
ოტვეჩატ“, ანუ არაფერზე
პასუხს არ აგებდაო. რას
გულისხმობდით ამ
სიტყვებში? ამ ინტერვიუს
თქვენ იძლევით ომიდან 5
წლის შემდეგ და ემოციები აქ
აღარ ჭარბობს. ამავე
ინტერვიუში ამბობთ, რომ
„ჩემი აზრით, დიდი
მსხვერპლი სჭირდებოდათ
(„სჭირდებოდათში“
ხელისუფლება
იგულისხმებოდა), რომ
„ბომჟები“ მილიონერები
გამხდარიყვნენ. მეტს
ვერაფერს ვიტყვი და
დანარჩენს გამოძიება
დაადგენს“. გამოძიებაა ის,
რასაც დღეს ესწრებით და რას
გულისხმობდით ამ
სიტყვებში? ვინ არიან ის
„ბომჟები“, რომელთაც დიდი
მსხვერპლი სჭირდებოდათ
იმისთვის, რომ მილიონერები
გამხდარიყვნენ?აქ რუსებს
არ გულისხმობდით, ვის
გულისხმობდით კონკრეტულად
- მიხეილ სააკაშვილს,
მერაბიშვილს, ადეიშვილს,
უგულავას? აბა ომის
დაწყებაზე
გადაწყვეტილებას ვინ
იღებს? ამავე ინტერვიუში
თქვენ ამბობთ, რომ ომის
დანაშაულის თქვენზე
გადაბრალება სურდათ და ვის
გულისხმობდით ამაში?“ -
იკითხა სოზარ
სუბარმა.კომისიის მდივნის
მხრიდან პუბლიკაციებიდან
ამონარიდების წაკითხვის
შემდეგ, მამუკა ყურაშვილმა
მისი სიტყვების
ადრესატებად ჯერ რუსი
მაროდიორები დაასახელა და
როცა საუბარი ქვეყნის
მაშინდელი ხელისუფლების
წარმომადგენლებს შეეხო,
მასზე პასუხი აღარ ჰქონდა,
რის გამოც კომისიის
წევრებს მოუბოდიშა კიდეც.