სოზარ სუბარი: კომისიის დასკვნა თავის საქმეს გააკეთებს უახლესი ისტორიის შეფასებისა და პრევენციისთვის, რომ არასდროს გაეხსნას გზა ისეთ დამნაშავე ხელისუფლებას, როგორიც იყო 2004-2009 წლებში

Primetime.ge 4 საათი წინ 9
სოზარ სუბარი: კომისიის დასკვნა თავის საქმეს გააკეთებს უახლესი ისტორიის შეფასებისა და პრევენციისთვის, რომ არასდროს გაეხსნას გზა ისეთ დამნაშავე ხელისუფლებას, როგორიც იყო 2004-2009 წლებში
კომისიის დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წარსულის შეფასებისთვის, არამედ პრევენცისთვის, რომ მომავალში არასდროს განმეორდეს მგავსი რამ, არ გაეხსნას გზა მსგავს დამნაშავე ხელისუფლებას, როგორც 2004-2009 წლებში იყო, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.სუბარმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დასკვნაზე მუშაობდა, განსაკუთრებულად კი კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს.„ნამდვილად უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა, ძალიან დიდი იყო მოლოდინი საზოგადოებაში. მგონია, რომ ეს მოლოდინი აისახა. აქ ვართ ადამიანები, რომლებმაც თითქოს ეს ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ როცა ვუსმენდით იმ ადამიანებს, დაზარალებულებს, თითოეული ჩვენგანისთვისაც იმდენად მძაფრი იყო განცდა, რომ ის საშინელება ისევ ცოცხლდებოდა. ამ ყველაფრის ემოციის გარეშე მოსმენა წარმოუდგენელი იყო. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად არის ასახული დასკვნაში. რა თქმა უნდა, ადამიანური განცდა დაწერილ ტექსტში ვერ გადმოვა, მაგრამ ფაქტები ასახულია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წარსულის შეფასებისთვის, არამედ პრევენცისთვის, რომ მომავალშა ირასდროს განმეორდეს მგავსი რამ, არ გაეხსნას გზა მსგავს დამნაშავე ხელისუფლებას, როგორც 2004-2009 წლებში იყო. დიდი მუშაობა ჩატარდა კომისიის თითოეული წევრის, დამხმარე პერსონალის, აპარატის მხრიდან, მაგრამ მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა თეა წულუკიანს. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში, თითოეულ ამ საქმესთან უშუალო შემხებლობა, ის უსმენდა ყველა მხარეს, დაზარალებულებსაც, სახელმწიფოს პოზიციასაც, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, პოზიციაც არ ერქვა. ასევე აქვს გამოცდილება იუსტიციის მინისტრის პოსტზე, როდესაც კიდევ ერთხელ ჰქონდა ამ საქმეებთან შეხება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი და მისი გუნდის თავდაუზოგავი შრომა, რომ საქართველოს გაემარჯვა საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის ომთან დაკავშირებულ დავებში. სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები გახდა საქართველოს გამარჯვების ერთადერთი გარანტი. ერთადერთს ვამბობ, რადგან ეს არის მტკიცებულებები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი გამქრალი იყო წინა ხელისუფლების პერიოდში, ან რაც გამქრალი არ იყო, მიმოფანტული იყო. ამისთვის დასჭირდა ტიტანური შრომა.მსგავსი შრომა რომ ჩაეტარებინა წინა ხელისუფლებას, მაშინ იგივე ტალიავინის დასკვნა სხვანაირი იქნებოდა, ტალიავინის დასკვნა რომ სხვანაირი ყოფილიყო, განსხვავებული იქნებოდა ფორმულირებები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ჩვენ, უბრალოდ, მოვალე ვიყავით, აგვესახა დასკვნაში იმ ფორმით, რა ფორმითაც იქ იყო. განსხვავებულად რომ ემუშავა მაშინდელ ხელისუფლებას, საქართველო არ წააგებდა იმ ერთადერთ საერთაშორისო სასამართლოს ომთან დაკავშირებით, რომელიც წავაგეთ ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს – ეს არის გაერო-ს მართლმსაჯულების სასამართლო, რადგან საერთოდ მტკიცებულებები არ იქნა წარდგენილი. კომისიის დასკვნა რომ ყოფილიყო ისეთი, როგორის არის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო თეა წულუკიანის მრავალპროფილიანი გამოცდილება. თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დასკვნა არის მაღალპროფესიონალური, დასაბუთებული და თითოეული სიტყვის უკან დგას უამრავი ფაქტი, წყარო. მადლობა კომისიის თითოეულ წევრს და ყველა ადამიანს, ვინც გვერდით გვედგა ამ ხნის განმავლობაში. განსაკუთრებით იმ ხალხს, რომელმაც უმძიმესი პერიოდი გაიარა და თითოეული მათგანისთვის  წარმოუდგენლად მძიმე იყო აქ მოსვლა, კიდევ ერთხელ გახსენება ტკივილის, წამების, სისტიკის. მათ საკუთარ თავს აჯობეს და მოვიდნენ, რომ საზოგადოებას სცოდნოდა სიმართლე. მგონი, ეს დასკვნა თავის საქმეს გააკეთებს საქართველოს უახლესი ისტორიის შეფასებაში“, – განაცხადა სუბარმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია