გივი მიქანაძემ შავი ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

Primetime.ge 2 საათი წინ 7
გივი მიქანაძემ შავი ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ შავი ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს ასაფ ჰაჯიევს უმასპინძლა და მასთან ასამბლეის ქვეყნებს შორის არსებული სამეცნიერო კავშირების გაფართოების საკითხები განიხილა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.მინისტრმა მეცნიერების განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და გენერალურ მდივანს იმ მასშტაბური სამეცნიერო პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა განხორციელებაც უახლოეს მომავალში იგეგმება.მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ მომავალ წელს აკადემიის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება იგეგმება.შავი ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა გივი მიქანაძეს განათლების მინისტრების რეგიონული კონფერენციის ჩატარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. თავის მხრივ, მინისტრმა კონფერენციაში მონაწილეობის სრული მზადყოფნა გამოთქვა.შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ვალერი ასათიანი.
სრულად წაიკითხეთ სტატია