სოზარ სუბარი ბესიკ ხარძიანის ადვოკატზე: აშკარად ჩანს, რომ ის იყო დანაშაულის თანამონაწილე და შეგნებულად იცრუა კომისიის წინაშე

Primetime.ge 4 საათი წინ 12
სოზარ სუბარი ბესიკ ხარძიანის ადვოკატზე: აშკარად ჩანს, რომ ის იყო დანაშაულის თანამონაწილე და შეგნებულად იცრუა კომისიის წინაშე
აშკარად ჩანს, რომ დავით კვაჭანტირაძე იყო დანაშაულის თანამონაწილე და სრულიად შეგნებულად იცრუა დღეს კომისიის წინაშე, - განაცხადა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა.მისივე თქმით, გამორიცხულია, რომ ადვოკატ კვაჭანტირაძეს არ სცოდნოდა, რომ ბესიკ ხარძიანს ქონებას იძულების წესით ართმევდნენ.კომისიის სხდომაზე მოუსმინეს ქონებრივ დავაში ბესიკ ხარძიანების ოჯახის ინტერესების დამცველს, ქალბატონ ლამარა კობალაძეს, რომლის მიმართაც ვიცე-სპიკერს ჰქონდა კითხვა:„ჩვენ დღეს მოვუსმინეთ გიორგი უდესიანის ე.წ. ადვოკატს დავით კვაჭანტირაძეს, რომელმაც თქვა, რომ მაშინ როცა ის შევიდა საპატიმროში ბესიკ ხარძიანთან, მან საერთოდ არაფერი იცოდა ქონების იძულებით გადაფორმების შესახებ, ანუ არ იცოდა, თუ რაიმე სახის ზეწოლა ან მუქარა ხორციელდებოდა ხარძიანზე. თქვენი ნათქვამიდან კი მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ადვოკატმა დავით კვაჭანტირაძემ ყველაფერი კარგად იცოდა და ისე იკვეთება, თითქოს დანაშაულის თანამონაწილეც კი იყო. იქნებ თქვენ დაგვიზუსტოთ, რა იკვეთება საქმის მასალებიდან,“ - მიმართა სოზარ სუბარმა ადვოკატ კობალაძეს.ადვოკატმა ლამარა კობალაძემ სოზარ სუბარის კითხვის პასუხად მოიყვანა ამონარიდი ბესიკ ხარძიანის საქმიდან, საიდანაც ჩანს, რომ ადვოკატმა დავით კვაჭანტირაძემ წინასწარ იცოდა საქმის გარემოებები, იცოდა, რომ ხარძიანის მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა და წილის დათმობის სანაცვლოდ ბესიკ ხარძიანს ციხიდან გათავისუფლებას დაჰპირდა. ამასთან დაკავშირებით სოზარ სუბარმა მიმართა კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს და აღნიშნა, რომ საქმის მასალებით მტკიცდება, რომ ადვოკატმა დავით კვაჭანტირაძემ კომისიის წევრები მოატყუა.„აშკარად ჩანს, რომ დავით კვაჭანტირაძე იყო დანაშაულის თანამონაწილე და აშკარად შეგნებულად მოატყუა დღეს კომისია. გამორიცხულია, რომ მას ეს ყველაფერი არ ახსოვდეს, მით უმეტეს, რომ შემდგომ წლებში მონაწილეობა აქვს მიღებული ამ საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებში,“ - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია