ვეთანხმები, იმიტომ რომ
თავდასხმა პოლიციელებზე,
თავდასხმა სახელმწიფო
დაწესებულებებზე, ცეცხლის
წაკიდება ცოცხალი
ადამიანებისთვის,
შეუძლებელია სხვანაირად
შეფასდეს, თუ არა
ტერორიზმი, - ასე
გამოეხმაურა პარლამენტის
ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი
ამერიკის შეერთებული
შტატების გენერალური
პროკურორის განცხადებას,
რომელმაც მოლოტოვის
კოქტეილებით თავდასხმა
დაგმო და თქვა, რომ მსგავსი
იარაღის გამოყენება
ვანდალიზმს სცდება და შიდა
ტერორიზმად
ხასიათდება.„თუმცა, ამის
ფონზე, კიდევ უფრო
სამარცხვინოა საქართველოს
ყოფილი პრეზიდენტის
ქმედება, რომელმაც
შეიწყალა ლაზარე
გრიგორიადისი, რომელიც
პოლიციელებს ცეცხლს
უკიდებდა და მათ ცოცხლად
დაწვას ცდილობდა. კიდევ
უფრო სამარცხვინოა
ევროკავშირის ორმაგი
სტანდარტი, რომელიც
აფინანსებდა კამპანიას -
„მე ვარ ლაზარე
გრიგორიადისი“ და ამით
ერთგვარად ჰეროიზაციას
ახდენდა „მოლოტოვის
კოქტეილის“ სროლის“, -
განაცხადა სუბარმა.