სლოვაკეთის რესპუბლიკაში,
ირლანდიასა და მალაიზიაში
საქართველოს ახალი ელჩები
ჰყავს.სლოვაკეთის
რესპუბლიკაში საქართველოს
საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩად
კონსტანტინე ქვაჩაკიძე
დაინიშნა. 2000 წლიდან
კონსტანტინე ქვაჩაკიძე
საგარეო საქმეთა
სამინისტროს ცენტრალურ
აპარატსა და საქართველოს
დიპლომატიურ მისიებში
სხვადასხვა თანამდებობას
იკავებდა. სლოვაკეთის
რესპუბლიკაში
დანიშვნამდე, ის კვიპროსის
რესპუბლიკაში საქართველოს
საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩი იყო.
მანამდე კი იყო ევროპის
საბჭოსთან საქართველოს
მუდმივი წარმომადგენლის
მოადგილე.ირლანდიაში
საქართველოს საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩად სოფიო
ქაცარავა დაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ სოფიო
ქაცარავა 2020 წლის 1
მარტიდან იკავებდა დიდი
ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ
ირლანდიის გაერთიანებულ
სამეფოში საქართველოს
საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩის,
ხოლო 2021 წლის 1 აგვისტოდან 2024
წლის 15 ოქტომბრამდე - დიდი
ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ
ირლანდიის გაერთიანებულ
სამეფოში საქართველოს
საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩისა და
საერთაშორისო საზღვაო
ორგანიზაციაში
საქართველოს მუდმივი
წარმომადგენლის
პოზიციებს. 2016-2019 წლებში
გახლდათ საქართველოს
პარლამენტის წევრი,
საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარე. 2016
წელს სოფიო ქაცარავას
მიენიჭა დედოფალ ელისაბედ
II-ის ჯილდო. მას ასევე
მინიჭებული აქვს
საგანგებო და
სრულუფლებიანი დესპანის
დიპლომატიური
რანგი.მალაიზიაში
საქართველოს საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩის
პოზიციას ირაკლი ასაშვილი
დაიკავებს. აღსანიშნავია,
რომ 2024 წლის პირველი
ივნისიდან ის იყო
მალაიზიაში საქართველოს
საელჩოს საგანგებო და
სრულუფლებიანი დესპანი,
საქმეთა დროებითი
რწმუნებული. ირაკლი
ასაშვილს დიპლომატიურ
სამსახურში მუშაობის
ხანგრძლივი გამოცდილება
აქვს. ის სხვადასხვა
პოზიციაზე მუშაობდა
როგორც საგარეო საქმეთა
სამინისტროს ცენტრალურ
აპარატში, ისე დიპლომატიურ
მისიებში. 2018-2023 წლებში
ირაკლი ასაშვილს ეკავა
ინდონეზიის რესპუბლიკაში
საქართველოს საგანგებო და
სრულყუფლებიანი ელჩის
თანამდებობა; ის ასევე იყო
საქართველოს გენერალური
კონსულო თურქეთის
რესპუბლიკის ქალაქ
ტრაპიზონსა და ქალაქ
სტამბოლში. ირაკლი
ასაშვილს მინიჭებული აქვს
საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩის
დიპლომატიური რანგი.