სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს

News.ge 3 საათი წინ 2
სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს

სააპელაციო სასამართლოში “სკინტლის სკანდალთან” დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ, 7 აგვისტოს 10:30 საათზე გამოაცხადებს. მეორე ინსტანციის სასამართლომ განიხილა საქმე – „ყვარლის ბაგა“ „ჩირინას“ წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც მეცხოველეობის ფერმა „ჩირინასგან“ 4.7 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
აღნიშნული თანხის გადახდა „ჩირინას“ 2024 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა, რაც კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგა“ ირწმუნება, რომ 100-ზე მეტი სული ძროხა მას შემდეგ დაეხოცა, რაც კომპანია „ჩირინასგან“ შეძენილი ქათმის სკინტლი აჭამეს. სარჩელი ეფუძნებოდა მტკიცებას, რომლის მიხედვითაც „ყვარლის ბაგამ“ შეძენილ ნაკელში აღმოაჩინა „აკრძალული ვეტ-პრეპარატი“ ტეტრაციკლინი. კომპანია „ჩირინა“ კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ კომპანიას არ დაურღვევია არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არც მოქმედი კანონმდებლობა.

სრულად წაიკითხეთ სტატია