
მაშინ როცა რუსეთი, კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების საცხოვრებელ უბნებში რაკეტებსა და დრონებს ისვრის, ქვეყნის შიგნით საწარმოები ჩერდება.
რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ოპერატიული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის ბიუჯეტის ხვრელი 4 ტრილიონ 400 მილიარდ რუბლს შეადგენს.
წლის ბოლოსთვის, დეფიციტი 8 ტრილიონ რუბლს მიუახლოვდება. ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ ფული არ გააჩნია არც მეტალურგებისთვის, არც ქვანახშირის მაღაროელებისთვის, არც მშენებლებისთვის და არც ავტომობილების ინდუსტრიისთვის – წერს რუსული პრესა.
იმისათვის, რომ ხალხი ქუჩაში არ გაყარონ, ФСБ და გენერალური პროკურატურა არ შევიდეს ქარხნებში და არ დააპატიმრონ ხელმძღვანელობა, ისინი იძულებულნი არიან არა ხალხი გაათავისუფლონ, არამედ ფარული უმუშევრობა შექმნან და ხალხს შემოსავლის 20-30%-ი დააკარგინონ.
ომი თითქმის იმდენივე ხანს გრძელდება, რამდენიც დიდი სამამულო ომი.
რესურსები იწურება, როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური და საბიუჯეტო. ცენტრალური ბანკი იძულებული გახდა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი გაეზარდა. ან უნდა შევეგუოთ მზარდ ინფლაციას და „ჩავრთოთ საბეჭდი მანქანა“, ან შევაჩეროთ ომი, ან შევამციროთ ხარჯები, რაც ახლა ხდება – აცხადებენ რუსი ეკონომისტები.
კრიზისი მხოლოდ ავტოინდუსტრიაში, ქვანახშირის წარმოებაში, ხე-ტყის დამუშავებაში ან ბიზნესში არ არის, ის რეალური ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სფეროს მოედო.
„Россельмаш“-მა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მთავარმა მწარმოებელიმა, გაყიდვები 60-70%-ით შეამცირა მიმდინარე წლის ივლისში, მათ, ერთთვიან შვებულებაში გაუშვეს თანამშრომლები, ახლა სამუშაო კვირა შეამცირეს, 2500 თანამშრომელი გაათავისუფლეს და წარმოება შეაჩერეს.
2025 წლის მაის-ივნისში, ტვირთების გადაზიდვა 9.5%-ით შემცირდა. საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვები 40%-ით შემცირდა.
ხელისუფლება საცალო ვაჭრობის სტატისტიკას საიდუმლოდ ინახავს. ეროვნული კეთილდღეობის ფონდში (ФНБ) 4 ტრილიონი რუბლი დარჩა, ხოლო წლის პირველი ნახევრის საბიუჯეტო დეფიციტი უკვე 4 ტრილიონი რუბლია. კრიზისი კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგანაც გაუმჯობესების არანაირი წინაპირობა არ არსებობს – ასკვნის რუსი ეკონომისტი, ვლადისლავ ჟუკოვსკი.
ავტორი: გოგიტა სურამელაშვილი