“სიტის” კრიზისი გრძელდება – გვარდიოლას გუნდი ზედიზედ მესამედ დამარცხდა

News.ge 17 საათი წინ 1
“სიტის” კრიზისი გრძელდება – გვარდიოლას გუნდი ზედიზედ მესამედ დამარცხდა

პრემიერლიგის მე-17 ტურის გახსნით შეხვედრაში “ასტონ ვილამ” “მანჩესტერ სიტი” შინ 2:1 დაამარცხა. გვარდიოლას გუნდისთვის ეს ზედიზედ მესამე მარცხი იყო.
მატჩი თავიდანვე მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, მე-16 წუთზე ანგარიში ჯონ დურანმა გახსნა. “სიტი” გააქტიურდა, თუმცა “ქალაქელებმა” ანგარიშის შემცირება ვერ მოახერხეს.
მეორე ტაიმში “ბირმინგემელებმა” მეტოქის კართან შეტევები გააგრძელეს, 65-ე წუთზე მორგან როჯერსმა საგოლე პასს გოლიც მიუმატა, 90+3 წუთზე ფოდენმა სხვაობა შეამცირა, თუმცა “ქალაქელებს” მატჩის გადასარჩენად დრო აღარ ეყოთ.
“მანჩესტერ სიტიმ” ბოლო 12 მატჩში მხოლოდ ერთი გამარჯვების მოპოვება მოახერხა, 9-ჯერ დამარცხდნენ, 2-ჯერ კი ფრეს
დასჯერდნენ.
“სიტი” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-6 ადგილს იკავებს, თუმცა დიდი ალბათობით, მე-17 ტურის დასრულების შემდეგ გვარდიოლას გუნდი ცხრილში კიდევ უფრო დაქვეითდება. “ქალაქელები” მომდევნო მატჩს 26 დეკემბერს, შინ “ევერტონის” წინააღმდეგ გამართავენ.
“ასტონ ვილა” 28 ქულით მე-5 ადგილზეა. უნაი ემერის გაწვრთნილი გუნდი 26 დეკემბერს, “ნიუკასლს” ესტუმრება.

სრულად წაიკითხეთ სტატია