სისხლის ერთი წვეთიც არ აქვს დაღვრილი საბჭოთა კავშირის ნგრევის კუთხით და გვასწავლის ვიღაც ევროპარლამენტარი, როგორ უნდა დავემონოთ ახალ რაღაც სისტემას - მაია ბითაძე

Primetime.ge 1 დღე წინ 8
სისხლის ერთი წვეთიც არ აქვს დაღვრილი საბჭოთა კავშირის ნგრევის კუთხით და გვასწავლის ვიღაც ევროპარლამენტარი, როგორ უნდა დავემონოთ ახალ რაღაც სისტემას - მაია ბითაძე
"არცერთ დიდ სახელმწიფოს, საბოლოო ჯამში, არ აწყობს გეოგრაფიულად იმ ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოს სრული სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, როგორიც საქართველოა," - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში მაია ბითაძემ ისაუბრა.მისივე თქმით, გლობალური ინტერესის ნაწილია, რომ "საქართველო მუდმივად იყოს მართული.""ჩვენ დღეს დავიწყეთ იმის აღქმა, რა არის სუვერენიტეტი და რა არის დამოუკიდებლობა და რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რა მოეწონება ვიღაც ბალტიისპირელს, რომელსაც საჩუქრად ერგო ევროკავშირის ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები და ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა. აქეთ გვარიგებს დღეს ჭკუას, როდესაც სისხლის ერთი წვეთიც არ აქვს დაღვრილი დამოუკიდებლობისთვის და საბჭოთა კავშირის ნგრევის კუთხით და გვასწავლის ვიღაც უცხოელი, ვიღაც ევროპარლამენტარი, როგორ უნდა ვიცხოვროთ და როგორ უნდა დავემონოთ ახლა ახალ რაღაც სისტემას.ეს არის გლობალური ინტერესები, რომლის ერთი ნაწილის მიზანია, რომ საქართველო იყოს მუდმივად მართული. სწორედ ამიტომაა ასეთი გამალებული ბრძოლა "ქართული ოცნების" და ამ სტილის მმართველობის მიმართ, რომლის მთავარი მიზანია, რომ რწმენა იმაში, რომ ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, სრულფასოვანი მოქალაქეები ვართ ამ პლანეტის, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა "ქართული ოცნების", რომელსაც ჩვენ წლების მერე კიდევ უფრო მეტად დავაფასებთ, რადგან ის გზა, რაც ჩვენ გავიარეთ, ჩვენმა შთამომავლობამ არ უნდა გაიაროს," - განაცხადა მაია ბითაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია