თბილისის მთავრობის
დღევანდელი
განკარგულებით, საჯარო
რეესტრის ეროვნულ
სააგენტოს ეძლევა
თანხმობა, მოქალაქეებს
კიდევ 4 021 მიწის ნაკვეთი
დაურეგისტრიროს.როგორც
დედაქალაქის მერმა, კახა
კალაძემ თბილისის
მუნიციპალიტეტის
მთავრობის სხდომაზე
აღნიშნა, რეგისტრაცია
შეეხება ახალდაბის,
ტაბახმელის, წავკისისა და
შინდისის
არეალებს.„თბილისის მერია
იუსტიციის სამინისტროსთან
ერთად, ძალიან
მნიშვნელოვან პროექტს -
მიწის სისტემურ
რეგისტრაციას
ახორციელებს. წინა
მთავრობის სხდომაზე
საზოგადოებას უკვე
მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ
ეს პროექტი შეეხო 5 464
სარეგისტრაციო განაცხადს
და მოიცავდა სისტემური
რეგისტრაციის ხუთ არეალს.
დღევანდელი განკარგულებით
კი, საჯარო რეესტრის
ეროვნულ სააგენტოს ეძლევა
თანხმობა, განახორციელოს
რეგისტრაცია კიდევ 4 021
სარეგისტრაციო
განაცხადზე, რომელიც ეხება
ახალდაბის, ტაბახმელის,
წავკისისა და შინდისის
არეალებს. ამ ორი
განკარგულებით, რეესტრს
მიენიჭა უფლებამოსილება,
განახორციელოს
რეგისტრაცია, ჯამში, 9 485
სარეგისტრაციო
განაცხადზე“, - განაცხადა
კახა კალაძემ.თბილისის
მერმა მიულოცა ყველა იმ
ოჯახს, ვისი განაცხადიც
უკვე დაკმაყოფილდა და
აღნიშნა, რომ პროექტი წლის
ბოლომდე თბილისის
მუნიციპალიტეტის
თორმეტივე არეალში
დასრულდება.„მიწის
სისტემური რეგისტრაციის
პროექტი თბილისში
ხორციელდება, 2023 წლის
ივნისში, იუსტიციის
სამინისტროს სსიპ საჯარო
რეესტრის ეროვნულ
სააგენტოსა და თბილისის
მერიას შორის გაფორმებული
ხელშეკრულების საფუძველზე
და ეხება შემდეგ არეალებს:
დიდგორი, ძველი ვეძისი,
სოფელი დიღომი, კვესეთი,
ბეთანია, წყნეთი, ახალდაბა,
კიკეთი-საღორისი, კოჯორი,
წავკისი, შინდისი და
ტაბახმელა. პროექტის
ფინანსურ მხარდაჭერას,
რომელზეც, დაახლოებით, 8
მილიონამდე ლარი იხარჯება,
თბილისის მერია
უზრუნველყოფს. პროექტის
ფარგლებში, შერჩეული
არეალები შეადგენს,
დაახლოებით, 4,264 ჰა-ს,
საიდანაც
დაურეგისტრირებელია
დაახლოებით, 757 ჰა მიწის
ნაკვეთი. საერთო ჯამში,
თბილისში, სისტემური
პროექტი ეხება 27 000-ზე მეტ
მიწის ნაკვეთს“, - აღნიშნა
დედაქალაქის მერმა.