აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარემ აჭარის
უმაღლეს საბჭოს მთავრობის
საქმიანობის წლიური
ანგარიში წარუდგინა.
სულხან თამაზაშვილმა
განსაკუთრებული აქცენტი
გააკეთა ჯანმრთელობის
დაცვისა და სოციალური
მხარდაჭერის მიმართულებით
განხორციელებულ და
დაგეგმილ
პროგრამებზე.სულხან
თამაზაშვილის
განცხადებით, 2024-2025 წლებში
ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის
სამინისტროს ბიუჯეტი
მნიშვნელოვნად
გაიზარდა.„ბიუჯეტის
ზრდასთან ერთად,
უმჯობესდება და
ფართოვდება ჯანდაცვის
პროგრამები, ასევე
სამედიცინო სერვისებზე
ფინანსური
ხელმისაწვდომობა. 2024-2025
წლებში, ჯანმრთელობის,
სოციალური დაცვის,
საზოგადოებრივი
ჯანდაცვისა და დასაქმების
მიმართულებით 90 946
ბენეფიციარს სხვადასხვა
სახის სერვისი მიეწოდა“, -
აღნიშნა აჭარის მთავრობის
თავმჯდომარემ.გაიზარდა
როგორც სამედიცინო, ისე
სოციალური პროგრამების
მასშტაბი. დაიწყო ფილტვისა
და გულის სარქვლის
ტრანსპლანტაციების
მხარდაჭერა. ავთვისებიანი
სიმსივნით დაავადებულ
პაციენტთა დამატებითი
სამედიცინო მომსახურება 10
710 000 ლარით
განისაზღვრა.ასევე,
ყურადღება გამახვილდა
სოციალური დაცვის კუთხით
განხორციელებულ
პროგრამებზე.
რესპუბლიკური ბიუჯეტის
სარეზერვო ფონდიდან,
სტიქიისა და ხანძრის
შედეგად დაზარალებულ 848
ოჯახს გაეწია ფინანსური
დახმარება.აჭარის
მთავრობის ერთ-ერთი მთავარ
პრიორიტეტად ეკომიგრანტი
ოჯახების დახმარება რჩება.
ამ მიზნით, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის
სამინისტროში შექმნილია
სპეციალური პროგრამა,
რომლის ფარგლებში 2025 წელს
დაგეგმილია 150
საცხოვრებელი ფართის
შეძენა.აჭარაში დაიწყო
მასშტაბური
ინფრასტრუქტურული
პროექტები – შენდება ახალი
სამედიცინო
დაწესებულებები და
სასწრაფო დახმარების
ცენტრების შენობები, რაც
რეგიონში ჯანდაცვის
სერვისების
ხელმისაწვდომობას
გააუმჯობესებს.მიმდინარეობს
რესპუბლიკური
საავადმყოფოს ბავშვთა
განყოფილების შენობის
მშენებლობა. ხულოს,
შუახევის, ქედისა და
ქობულეთის
მუნიციპალიტეტებში უკვე
დასრულებულია საგანგებო
სიტუაციების
კოორდინაციისა და
გადაუდებელი დახმარების
ცენტრების ახალი
შენობების მშენებლობა.